14:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 11:14:30, 615 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, სართიჭალაში „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტის“ სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა

„თიბისის“ მხარდაჭერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტის" სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა. მეურნეობის მოწყობა ჯამში 3,8 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 3 მილიონი ლარია. მეურნეობაში, ამ დროისთვის, მუდმივად - 20, სეზონურად კი რამდენიმე ათეული ადგილობრივია დასაქმებული. უახლოეს მომავალში დასაქმებულების რაოდენობის ზრდაა დაგეგმილი.
 
სამაცივრო მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ინფრასტრუქტურა ერთდროულად 1000 ტონა პროდუქციის შენახვის შესაძლებლობას იძლევა.
 
შპს „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი" გაერთიანებულია აგროჰოლდინგში, სადაც ჯამში 60 ადამიანია დასაქმებული.
 
ჰოლდინგში შემავალი კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰექტარზე, სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი" მხარდაჭერით, იტალიური ჯიშის 4 სახეობის სუფრის ყურძენია გაშენებული. ვენახებიდან, 2022 წლისთვის, 400 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. აგროჰოლდინგი, USAID-ის ხელშეწყობით, სუფრის ყურძნის მოყვანისა და მისი შენახვის პირობების შესახებ რეკომენდაციებს იტალიელი სპეციალისტებისგან იღებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics