|
2022-03-25 13:02:19, 1192 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საქართველო ბოლონიის წიგნების ბაზრობაზე წარდგა
„საქართველოს ბანკი“ და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ საბავშვო ლიტერატურის განვითარების მიმართულებით პროექტების განხორციელებას განაგრძობენ. 21-24 მარტს, საქართველო ბოლონიის საბავშვო წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარდგა. ღონისძიებაზე ქართული გამომცემლობების საბავშვო წიგნები გამოიფინა. ასევე გაიმართა საინტერესო შეხვედრები ილუსტრატორებთან და საბავშვო მწერლებთან. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ორგანიზატორებმა პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება, გამოწვევები და შედეგები მიმოიხილეს და უცხოელი გამომცემლების მხრიდან, ბაზრობაზე წარმოდგენილი ქართულენოვანი ავტორებისადმი მზარდ დაინტერესებაზე ისაუბრეს. თბილისის ილუსტრაციის ფესტივალის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში საქართველოში მომუშავე ათი ილუსტრატორის ორმოცამდე ნამუშევრის პრინტი იყო წარმოდგენილი. ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა, უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება. გარდა ამისა, ქართველმა ილუსტრატორებმა ანა ჯანელიძემ, ვარლამ ჯმუხაძემ და გიორგი ჯინჭარაძემ, დაინტერესებულ საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივით, გამომცემლებსა და ლიტერატურის აგენტებს შეხვდნენ. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა, ლუკა გრიგოლიამ და ილუსტრატორებმა, თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში არსებული ძვრებისა და სიახლეების თაობაზე ისაუბრეს, ხოლო გამომცემლობა „ზოლიანი კატის“ დამფუძნებელმა ნიკი თარხან-მოურავმა, საქართველოში მოქმედი პატარა გამომცემლობების გამოწვევები მიმოიხილა. მწერალთა სახლმა, ბაზრობის სტუმრებს, საბავშვო ავტორი, ვასილ გულეური გააცნო, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და, ზოგადად, საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)