|
2022-03-25 12:52:26, 815 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ოკუპანტების მიერ უკრაინაში გაშვებული მაღალი სიზუსტის რაკეტებიდან 60%-მა არ იმუშავა
რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული მაღალი სიზუსტის რაკეტებიდან 60%-მა არ იმუშავა, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი, აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ ვერ მიაღწია რუსეთმა დასახულ მიზნებს უკრაინაში შეჭრიდან 1 თვის თავზე, მაგალითად, გაანადგუროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამასთანავე, გამოცემის ცნობით აშშ-ის ოფიციალური პირები ანონიმურად რჩებიან და არ აკონკრეტებენ, თუ რა განაპირობებს რუსული რაკეტების მარცხის მაღალ მაჩვენებელს. აშშ-ის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტების მარცხი და წარუმაებელი გაშვების მაჩვენებელი ცვალებადია, თუმცა ხანდახან 50%-დან 60%-მდე აღწევს. სააგენტო ორ ექსპერტზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტების გაშვების ნებისმიერი წარუმატებლობის მაჩვენებელი 20%-დან ზევით უკვე მაღალია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)