|
2022-03-25 10:20:52, 810 ნახვა
მსოფლიო
იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გააფართოვა და კიდევ 25 პირს აქტივები გაუყინა
იაპონია გაყინავს კიდევ 25 რუსეთის მოქალაქის აქტივებს და აკრძალავს ექსპორტს 81 რუსულ ორგანიზაციაში, - ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. იაპონიის აღნიშნული გადაწყვეტილებით, ქვეყნის მიერ სანქცირებულთა საერთო რაოდდენობამ 101 ადამიანს მიაღწია. იაპონიის ფინანსთა მინისტრის ცნობით, ახალი სანქციების შეეხება იგოლ შუვალოვს, რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერს და მსხვილი სახელმწიფო ფანკის Vnescheconombank-ის თავმჯრომარეს, ასევე ოლიგარქი სერგეი ჩემეზოვის 5 ნათესავს. ამასთანავე, ქვეყნის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აიკრძალება რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტი. ცნობისთვის, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ტოკიომ მოსკოვის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების მთელი რიგი გამოაქვეყნა. ახალი სანქციები მას შემდეგ დაწესდა, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ G7-ის სამიტზე უკრაინის მიმართ მეტ მხარდაჭერას გამოავლენდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)