|
2015-02-04 15:10:27, 648 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძის შეფასებით, სასამართლოდან პატიმრის გაქცევის ამბავში სენსაციური არაფერია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, გურჯაანში, სასამართლოდან პატიმრის გაქცევის ამბავში სენსაციური არაფერი არ არის. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და იმედი გამოთქვა, რომ გაქცეულის ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება მოკლე დროში მოხდება. „მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები. იმედი მაქვს, დროულად მოხდება ამ ადამიანის ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება და იმ ადგილას დავაბრუნებთ, რომელიც სასამართლომ შეუფარდა. ზოგადად ვფიქრობ, ამ ამბავში სენსაციური არაფერია“, – აღნიშნა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, 21 წლის დიმა ხაჩიაშვილი, რომელიც მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული, 2 დღის წინ პოლიციის თანამშრომლებს გურჯაანის რაიონული სასამართლოდან გაექცათ.
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)