|
2022-03-21 00:44:42, 3078 ნახვა
Lifestyle
ზელენსკიმ ჰოლივუდის ვარსკვლავებს მილა კუნისს და ეშტონ კაჩერს მადლობა პირადად გადაუხადა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაუკავშირდა ჰოლივუდის მსახიობებს ეშტონ კაჩერს და მილა კუნისს და პირადად მადლობა გადაუხადა უკრაინის დახმარებისთვის. ”ეშტონ კატჩერი და ჩერნივციში დაბადებული მილა კუნისი იყვნენ პირველები, ვინც გამოეხმაურნენ ჩვენს მწუხარებას და უკვე შეაგროვეს $35 მილიონი უკრაინიდან ლტოლვილების დასახმარებლად. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა რამდენად ღრმად არიან ისინი ამ საკითხში ჩახედულნი და რამდენად სერიოზულები არიან, ხალხის დახმარების საკითხში,. ნამდვილი მისაბაძი მაგალითია, “ – განაცხადა ზელენსკიმ. აღსანიშნავია, რომ მილა კუნისი წარმოშობით უკრაინელია და უკრაინაში დაიბადა. მსახიობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სამშობლოდ მიიჩნევს და მისი მადლიერია, თავისი უკრაინული ფესვებით ახლა ძალიან ამაყობს. "დღეს ამაყი უკრაინელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი აშშ-ში 1991 წელს ჩამოვიდა, მე 1983 წელს უკრაინაში, ჩერნოვციში დავიბადე. უკრაინელები ამაყი და მამაცი ხალხია, რომლებიც გაჭირვების დროს ჩვენს დახმარებას იმსახურებენ", — განაცხადა მილამ.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)