12:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 11:23:51, 813 ნახვა

მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი - რუსეთის მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა

ევროკავშირი უმკაცრესად გმობს  რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას, ასევე მათ მიერ ქალაქ მარიუპოლის ალყაში მოქცევას - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული.

"მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სამარცხვინო, გასაკიცხი და ყოვლად მიუღებელია. ისინი წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზულ დარღვევას."- ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს დაუბრკოლებლად გაატაროს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში.

"მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) 16 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედება და გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში."

ამასთან განცხადებაში წერია, რომ რუსეთს არ აქვს უფლება საერთაშორისო კანონმდებლობით, გამოიყენოს ცალმხრივი ძალა მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე და  შესაბამისად ის სამხედრო აგრესიის ამ მოქმედებებზე პასუხს აგებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics