07:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 15:03:26, 821 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, რუსეთთან კოლაბორაციონიზმი 15 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იქნება მიმართული, 15 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

როგორც უკრაინული მედია წერს, აღნიშნულის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის ვიცე-სპიკერმა, ალექსანდრ კორნენკომ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„აღნიშნულ კანონს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა, ჩემი ინფორმაციით, ის მალე გამოქვეყნდება", - განაცხადა ალექსანდრ კორნენკომ.

როგორც ცნობილია, კანონით პასუხისმგებლობა დაეკისრებათ რუსეთთან, როგორც აგრესორ სახელმწიფოსთან სამხედრო, პოლიტიკურ, საინფორმაციო სფეროში თანამშრომლობისთვის. ასევე, სასჯელი ითვალისწინებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ თანამდებობებზე დაშვების შეზღუდვას.

აღნიშნული კანონი ასევე ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების ლიკვიდაციის საშუალებას, რომელთა უფლებამოსილი პირები მსჯავრდებულნი არიან კოლაბორაციონიზმისთვის. აღნიშნული შეეხება იურიდიულ პირებსაც. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics