06:22 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-14 14:59:03, 865 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - მომდევნო 2-3 კვირა უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, მომდევნო 2-3 კვირა უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება, - აღნიშნულის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. 

მან აღნიშნა, რომ ოკუპანტები გააკეთებენ ყველაფერს, რათა აიღონ მარიუპოლი, შემდეგ კი, ისინი გადაინაცვლებენ უკრაინის აღმოსავლეთში, რათა დაიპყრონ აღმოსავლეთის ჯგუფი. 

„ჩვენი მთავარი ამოცანაა - შევაჩეროთ ეს მოძრაობა, არ მივცეთ მათ ამის გაკეთების საშუალება და ვაიძულოთ ისინი მძიმე სახმელეთო ბრძოლაზე, სადაც ისინი დამარცხდებიან", - განაცხადა დენისენკომ.

მანვე დასძინა, რომ უკრაინისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მიიღოს დახმარება საერთაშორისო პარტნიორებისგან. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics