11:58 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-12 11:39:21, 755 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ყატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მინისტრს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ყატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მინისტრს აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ სუბაიეს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქ. დოჰაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ კატარის მუნიციპალიტეტების მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა საინვესტიციო პროექტის, იმერეთის აგროზონის შესახებ.

„როგორც ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყურის ქვეყნებში ქართული კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ბაზარზე დამკვიდრება, მათ შორისაა, ქართული თაფლი, თხილი, მშრალი ხილი, ლურჯი მოცვი და ცხვრის ხორცი.

აღინიშნა, რომ ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქტის წარმოების ხელშეწყობისთვის, საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც თავისთავად ზრდის ინტერესს საერთაშორისო ბაზრებზე.

მინისტრმა აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ სუბაიემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ყატარის სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებით და აღნიშნა, რომ ქართული ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქტის ცნობადობა ბოლო ორი წელია გაიზარდა. ყატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მინისტრთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა“,- აღნიშნავენ უწყებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics