05:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 12:28:50, 582 ნახვა

მსოფლიო
Facebook-სა და Instagram-ზე ოკუპანტებზე სიძულილის ენით საუბარი დროებით ნებადართული გახდა

სოციალური პლატფორმები Facebook და Instagram ზოგიერთ ქვეყნაში მომხმარებლებს დროებით მისცემს საშუალებას, განათავსონ სიძულვილის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცემის მიმართ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის კონტექსტით. - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კომპანია "მეტა", ასევე დროებით დაუშვებს ისეთ პოსტებს, რომელიც გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ან ბელარუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდებებს.

"უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, ჩვენ დროებით დავუშვებთ პოლიტიკური გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომლებიც ჩვეულებრივ არღვევს ჩვენს წესებს, მაგალითად, ძალადობრივი ენის შემცველი ფრაზა, როგორიცაა "სიკვდილი რუს დამპყრობლებს". თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვუშვებთ მოწოდებებს ძალადობისკენ რუსი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ" - ნათქვამია "მეტას" სპიკერის განცხადებაში.

Reuters წერს, რომ ლიდერების სიკვდილის შესახებ მოწოდებები დაიშვება, თუ ისინი არ შეიცავენ სხვა ინდიკარორებს, ადგილმდებარეობას, ან მეთოდს.

"რუსი ჯარისკაცების მიმართ ძალადობის მოწოდების პოლიტიკის დროებითი ცვლილება ეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას. - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics