03:22 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-10 17:31:21, 590 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 71 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრიდან დღემდე 71 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. - ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

"რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრისთვის, რუსი ბოევიკების ქმედებებისთვის, ჟენევის კონვენციის დარღვევისთვის, უკრაინა განუზომელ ფასს იხდის - მისი შვილების სიცოცხლეს, ჩვენი ხალხის მომავალს. ", - განაცხადა ომბუდსმენი.

ცნობისთვის,  ჟიტომირის რეგიონში, საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა 7 კერძო ერთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ხარკოვის ოლქის სოფელ ჟუკოვსკის ბაზრობაზე დაბომბვისას 16 წლის ბიჭი დაიღუპა.

გარდა ამისა, ცნობილია რომ, ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად, მტრის ჭურვი კერძო საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ნანგრევების ქვეშ 4 ადამიანი დაიღუპა: 2 ქალი და 2 ბავშვი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics