03:22 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-10 16:22:17, 476 ნახვა

მსოფლიო
მუხიანის აგარაკებზე გლდანის რაიონის გამგეობის მიერ საგზაო სამუშაოები გრძელდება

მუხიანი 2-ში, (მუხიანის აგარაკებზე) გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილსის მერია იუწყება.

განცხადების მიხედვით, ამჯერად, დასრულდა საზანო - ჟვანიას ქუჩის დამაკავშირებელი მონაკვეთის რეაბილიტაცია.  აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე გრუნტის გზა იყო. ახლა კი მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი და 1 565 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან  140 019  ლარი დაიხარჯა.

„დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

გარდა ამისა, მუხიანის აგარაკებზე არაერთი ქუჩა მოწესრიგდა და სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე პარალელურ რეჟიმში ახლაც მიმდინარეობს. კაპიტალურად წესრიგდება იაკობის, გრემის ქუჩები. უახლოეს მომავალში კი დაიწყება გამარჯვების ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics