02:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-10 13:48:45, 496 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვმა „ანტირუსული სანქციებით“ შექმნილ ვითარებას უპრეცედენტო უწოდა

მსგავსი ეკონომიკური ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში დაიწყო, ჯერ არ ყოფილა, სიტუაცია უპრეცედენტოა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„პროგნოზების გაკეთება ფასების ზრდასთან დაკავშირებით, არ ღირს, საჭიროა ზომების მიღება უარყოფითი შედეგებისა და შემდგომი რისკების შესამცირებლად“, - განახადა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე, რუსულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ კვირაში, 26 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდში რუსეთის ფედერაციაში ფასები 2.22%-ით გაიზარდა. მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა შიდა მსუბუქ მანქანებზე: ისინი 17.09%-ით გაძვირდა, უცხოური ავტომობილების ფასები კი 15.2%-ით შემცირდა. შედარებითი ზრდა დაფიქსირდა საყოფახოვრებო ტექნიკაზეც, ასევე, პროდუქტებზე. მედიკამენტებზე ფასები ინფლაციაზე მაღალი ტემპით გაიზარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics