|
2022-03-09 11:59:50, 2432 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის და ჯიხურების პრობლემა მოგვარებულია
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია დედაქალაქში ერთ-ერთი მოწესრიგებული სივრცე იქნება. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მეტროსადგურის მიმდებარედ აღებულია ყველა ჯიხური, ხოლო გარემოვაჭრეები თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრობის ტერიტორიაზე განაგრძობენ. „მოვაწესრიგეთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა. გარევაჭრობის და ჯიხურების პრობლემა მოგვარებულია. იქ მხოლოდ გარევაჭრობა არ იყო პრობლემა. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა ჯიხურები. უბრალოდ გავლაც კი შეუძლებელი იყო. აღებულია ყველა ჯიხური, ხოლო გარემოვაჭრეები გადასული არიან მიმდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ და ეკონომიკურ საქმიანობას განაგრძობენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურები ტერიტორიის კეთილმოწყობას ახორციელებენ. „გპირდებით, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია იქნება ერთ-ერთი მოწესრიგებული, გალამაზებული და გამართული ინფრასტრუქტურით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტიდან 6 ბავშვია, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)