00:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-08 21:42:56, 798 ნახვა

მსოფლიო
სუმის გუბერნატორის განცხადებით, უკრაინაში, ქალაქიდან ევაკუაცია მალე დასრულდება

უკრაინაში, სუმის რეგიონის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრო ჟივიცკიმ განაცხადა, რომ ქალაქიდან ევაკუაციის მარშრუტი, ადგილობრივი დროით, საღამოს 7:30 საათზე დაიხურება.

ქალაქი სუმი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან ძლიერი თავდასხმებს ქვეშ იყო, რის გამოც იგი თითქმის მოწყდა ქვეყნის დანარჩენ ნაწილს. ორშაბათს ღამით ავიაიერიშის შედეგად ქალაქში 21 ადამიანი დაიღუპა.

„ამ დროისთვის მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს საკუთარი მანქანებით. ორგანიზებული კოლონა დაიძრა ქალაქ რომნის მიმართულებით, სადაც კერძო მანქანებია. მათ თან ახლავს წითელი ჯვრის მანქანაც. სუმიდან გასვლის ბოლო დროა 19:30. 19:30 საათის შემდეგ საგუშაგო იხურება და სუმის დატოვება შეუძლებელი იქნება. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21:00 საათამდეა შეთანხმებული“, - აღნიშნა დმიტრო ჟივიცკიმ „ტელეგრამ“-ის არხზე.

ამბავს CNN ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics