00:54 - 01 Jul, 2026
|
2022-03-08 20:19:55, 1058 ნახვა
მსოფლიო
კიევთან ახლოს, რუსული რაკეტის ჩამოვარდნას ფართომასშტაბიანი ხანძარი მოჰყვა
დღეს, კიევთან ახლოს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსი ოკუპანტებისგან გამოსროლილი რაკეტა ჩამოაგდო. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, რაკეტის დაცემას ფართომასშტაბიანი ხანძარი მოჰყვა. ადგილზე უკრაინის სამაშველო ჯგუფი მობილიზებულია. „ნახევარი საათის წინ ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ, ბროვარსკის რაიონის სოფელ კალინოვკაზე, კიდევ ერთი კალიბრის საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდო. რაკეტის ფრაგმენტები დაეცა საბაჟო საწყობს. გაჩნდა ხანძარი. მაშველები შემთხვევაზე მუშაობენ. დიდება უკრაინის საჰაერო თავდაცვას“, - წერს ანტონ გერაშჩენკო Telegram-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)