|
2022-03-08 17:31:59, 886 ნახვა
მსოფლიო
ჯანმო - უკრაინაში სასიციცხლო მარაგი იწურება, გაზრდილია თავდასხმები საავადმყოფოებსა და სასწრაფოს მანქანებზე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საავადმყოფოებზე, სასწრაფო დახმარების მანქანებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმები ბოლო დღეებში გაიზარდა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მარაგი იწურება. გაერომ დაადასტურა,რომ ჯანდაცვის დაწესებულებებზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა. ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ სააგენტო მუშაობს უკრაინაში სამედიცინო მარაგების შესავსებად . მარაგებს შორის არის: ჟანგბადი, ინსულინი, პირადი მოხმარების საშუალები, ქირურგიული აღჭურვილობა და სისხლის მარაგი. "წარსულმა კონფლიქტებმა დაგვანახა, რომ ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში არიან მოზარდი გოგონები, შშმ ქალები და ხანდაზმული ქალები. მათ ემუქრებათ ტანჯვა სახლის გარეთ მყოფი ადამიანებისა და შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის კუთხითაც." - თქვა ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)