00:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-08 16:33:04, 998 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, სანქციების დაწესების ახალი მექანიზმის გატარებას გეგმავს

„შემოგთავაზებთ ახალ მექანიზმს, რომელიც ამ მავნე დეზინფორმაციის გამავრცელებელ პირებზე, სანქციების დაწესების საშუალებას მოგვცემს“, -  ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, „საგარეო მანიპულირების მცდელობებისგან“ დემოკრატიის დაცვა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატია საგარეო ჩარევისა და მანიპულირების მცდელობებისგან.

მე შემოგთავაზებთ ახალ ჰორიზონტალურ რეჟიმს, რომელიც დეზინფორმაციის ბოროტმოქმედი აქტორებისთვის სანქციების დაწესების საშუალებას მოგვცემს.

ეს იქნება უფრო ფართო ხელსაწყოების ნაწილი, რომელიც ჩვენ შესაძლებლობებს შეკავებასა და მოქმედებასთან დაკავშირებით გააძლიერებს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics