|
2022-03-08 11:44:50, 861 ნახვა
ეკონომიკა
ამერიკული საბანკო ჰოლდინგის Morgan Stanley-ის ანალიტიკოსები რუსეთის დეფოლტს აპრილის შუა რიცხვებში პროგნოზირებენ
ამერიკული საბანკო ჰოლდინგის Morgan Stanley-ის ანალიტიკოსები რუსეთის დეფოლტს აპრილის შუა რიცხვებში პროგნოზირებენ. ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი ფეისბუქზე იუწყება. რუსეთის საგარეო ვალის დაფარვის შანსები მცირდება ობლიგაციების ფასების დაცემის, ქვეყანაში მოსალოდნელი რეცესიის და უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადახდებზე სხვადასხვა შეზღუდვების დაგროვების გამო. "ჩვენ განვიხილავთ დეფოლტს, როგორც ყველაზე სავარაუდო სცენარს", - თქვა სიმონ უევერმა, განვითარებადი ბაზრების გლობალური ხელმძღვანელმა. პროგნოზების თანახმად, დეფოლტი შეიძლება მოხდეს უკვე 15 აპრილს, ანუ 30-დღიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ კუპონის გადახდებზე, რომელიც რუსეთის მთავრობამ უნდა გადაიხადოს 2023 და 2043 წლებში დამწიფებულ დოლარის ობლიგაციებზე. Moody's-მა რუსეთის ფედერაციის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი B3-დან Ca-მდე შეცვალა - ახლა რუსეთის ფედერაციას დეფოლტამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს. რეიტინგის დაქვეითება გამოწვეულია რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებზე კონტროლის დაკარგვით, რაც შეზღუდავს ტრანსსასაზღვრო გადახდებს, კერძოდ, სახელმწიფო ობლიგაციებზე ვალების მომსახურებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)