23:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-08 10:39:40, 985 ნახვა

მსოფლიო
იაპონიამ დამატებით 20 რუსულ და 12 ბელარუსულ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

იაპონიამ გამოაქვეყნა სანქციების მესამე რაუნდი რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით ახალი სანქციების პაკეტი ითვალისწინებს პერსონალური სანქციების დაწესებას კიდევ 20 რუსის წინააღმდეგ - მათ შორის ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის შტაბის მოადგილეები, სახელმწიფო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი და მთავრობასთან მჭიდრო კავშირის მქონე კომპანიების აღმასრულებლები. "ვოლგა ჯგუფის", "ტრანსნეფტის" და "ვაგნერის".

ასევე, საქნციები შეეხება ბელარუსის 12 მოქალაქეს, 2 რუსულ და 12 ბელარუსულ ორგანიზაციას.

იაპონიამ ასევე დააწესა აკრძალვა რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი აღჭურვილობისა და ბელორუსისკენ მიმავალი ზოგადი დანიშნულების ნივთების ექსპორტზე, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ მისმა სამხედროებმა.

შეგახსენებთ, მანამდე იაპონიის მთავრობამ აკრძალა ქვეყანაში რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაყინა. გარდა ამისა, ეს პირები იაპონიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ, რადგან სანქციები მათ ვიზებსაც შეეხებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics