|
2022-03-06 20:55:03, 1628 ნახვა
ეკონომიკა
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თიბისის ინიციატივას ჯგუფში შემავალი ციფრული პლატფორმები უერთდებიან
თიბისი ჯგუფში შემავალი ციფრული პლატფორმების მენეჯმენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დადგეს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. მიღებული გადაწყვეტილებით, Mymarket.ge, Vendoo.ge და myhome.ge თიბისის საქველმოქმედო ფონდში გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხის 3%-ს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩარიცხავენ. მომხმარებლების მიერ, უკვე 2022 წლის 5 მარტიდან შეძენილი პროდუქციის 3% დახმარების ფონდში, შემდეგ კი უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშზე გადაირიცხება. ფულადი დახმარების გარდა, ციფრული პლატფორმები მომხმარებელს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის პროცესს გაუმარტივებს, რისთვისაც სპეციალურად შეიქმნა რამდენიმე ახალი სერვისი. თითოეული ამ მომსახურებით სარგებლობა უფასოა.
„უკანასკნელმა დღეებმა გვაჩვენა, რომ ქართველ ხალხს შეუძლია უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატვა და გვერდში დგომა. გვჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინელი მეგობრების მდგომარეობის შემსუბუქებას შევძლებთ“, - გიორგი ჩუმაშვილი, თიბისი ეკოსისტემების გენერალური დირექტორი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)