22:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-06 11:33:56, 712 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური - რუსები მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებს რაკეტებით მომბავენ

რუსეთის შეიარაღებული ძალები კერძო სახლებს მომბავენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს

"6 მარტის ღამეს მტერმა რაკეტებით რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელა ქალაქ კოროსტენსა და ოვრუჩში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებზე, დაბომბვის შედეგად დაინგრა რამდენიმე ათეული კერძო სახლი, რამაც დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა:

​კოროსტენში 10 კერძო სახლი დაინგრა. დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. სარდაფიდან 5 ბავშვი გამოიყვანეს.

ასევე ქალაქ ოვრუჩში სარაკეტო დარტყმამ გაანადგურა 15 კერძო სახლი, აქედან 5 მთლიანად განადგურდა,"- წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics