21:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-05 10:50:05, 607 ნახვა

მსოფლიო
CNN - რუსეთი უკრაინაში 1000-მდე დაქირავებულ ჯარისკაცს განათავსებს

რუსეთი აპირებს, უახლოეს დღეებსა და კვირებში უკრაინაში კიდევ 1 000 დაქირავებული განათავსოს - ინფორმაციას CNN-ი, დაზვერვის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, რუსეთი ქალაქებს დაბომბავს, რამაც, შესაძლოა, მრავალი მშვიდობიანი ადამიანი იმსხვერპლოს.  

დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა უკვე დაინახა "გარკვეული მინიშნებები", რომ რუსი დაქირავებული ჯარისკაცები შესაძლოა იყვნენ ჩართული მოსკოვის უკრაინაში შეჭრაში "ზოგიერთ ადგილას",  თუმცა უცნობია ზუსტად სად ან რა რაოდენობით.


მისივე ცნობით, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში კიდევ 1000-მდე დაქირავებული ოკუპანტის განლაგებას გეგმავს. როგორც მან CNN-ს უთხრა, აშშ მიიჩნევს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინაში "ცუდად იმუშავეს, რადგან უკრაინელების მოსალოდნელზე უფრო მკაცრ წინააღმდეგობას" წააწყდნენ. 

ამავდროულად, აშშ და დასავლელი ოფიციალური პირები მოელიან რომ რუსეთი, უკრაინის მოსახლეობის ძირითად ცენტრებსა და მათ შორის დედაქალაქ კიევზე, დარტყმებს განახორციელებს. 

"როგორც ჩანს, რუსეთი მზად არის „დაბომბოს ქალაქები დამორჩილების მიზნით“, თქვა დაზვერვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინისთვის კიდევ უფრო რთული დღეები იქნება.

„მომავალი დღეები, სავარაუდოდ, უარესი იქნება, მეტი სიკვდილით, მეტი ტანჯვით და მეტი ნგრევით, რადგან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შემოაქვს უფრო მძიმე შეიარაღება და განაგრძობს თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics