19:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 21:57:12, 1146 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის დაზვერვა - ბელარუსის ჯარისკაცებმა უკრაინის საზღვრების გადაკვეთაზე უარი განაცხადეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ გომელთან, ბელარუსის ჯარისკაცებმა უკრაინის საზღვრისკენ გადაადგილებასთან დაკავშირებული ბრძანების მიუხედავად, მის შესრულებაზე უარი განაცხადეს.

„ბელარუსელი ედესანტეების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა უკიდურესად დაბალია. ოფიცრებს და ჯარისკაცებს არ სურთ რუსი დაქირავებულების როლის თამაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბელარუსელი ჯარისკაცების ნაწილს, სავარაუდოდ კონტრაქტების შეწყვეტაც სურთ.

„ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 38 ცალკეული საჰაერო სადესანტო თავდასხმის ბრიგადა განთავსებულია ტყიან ტერიტორიაზე. მედესანტეების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა უკიდურესად დაბალია. ოფიცრებს და ჯარისკაცებს არ სურთ რუსი დაქირავებულების როლის თამაში. მნიშვნელოვანი ნაწილი საუბრობს კონტრაქტების შეწყვეტაზე, რომელთა ვადა ძირითადად მაისში სრულდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics