21:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 17:02:37, 1017 ნახვა

მსოფლიო
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დეტალები ცნობილია - რას ითხოვს რუსეთი უკრაინისგან

28 თებერვალს უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციებს შორის უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა. მომდევნო მოლაპარაკებები 2 მარტს არის დაგეგმილი.

„უნიანი“ წერს, რომ უკრაინელმა დიპლომატებმა „გლავკომს“ გაანდეს მოთხოვნები,  რომლებიც მოლაპარაკებების პროცესში რუსეთმა წამოაყენა.

რას ითხოვს რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებში:

რეფერენდუმით საპარლამენტო დონეზე დაფიქსირებული უკრაინის ნეიტრალური სტატუსი

უკრაინის მიერ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების აღიარება ადმინისტრაციულ ფარგლებში

დენაციფიკაცია

ყირიმის დაბრუნების საკითხი, რომელსაც უკრაინა ითხოვს, სამომავლოდ გადაიდოს

უკრაინული მხარე რუსეთთან მოლაპარაკებებისას მოითხოვდა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან აგრესორი ქვეყნის ჯარის გაყვანას.

დელეგაციაში შედიოდნენ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში ანდრეი კოსტინი. დეპუტატი რუსტემ უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics