|
2022-02-28 16:57:04, 391 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2021 წლის ანგარიში და მიმდინარე სამუშაო გეგმა წარადგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ცენტრის 2021 წლის ანგარიში და მიმდინარე წლის გეგმები გააცნეს. „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არის მნიშვნელოვანი მანდატის მქონე უწყება, რომელსაც აქვს მედიატორის ფუნქცია გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემმუშავებელ და განმახორციელებელ რგოლებს შორის და უზრუნველყოფს სამიზნე ჯგუფებისათვის სტრატეგიების, კანონმდებლობისა თუ პოლიტიკის ფართო საზოგადოებისთვის მარტივად აღსაქმელი ფორმატით მიწოდებას. როგორც იცით, უწყება თავის საქმიანობას წარმართავს გარემოსდაცვით კონვენციებს შორის განსაკუთრებული დოკუმენტის - ორჰუსის კონვენციის პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ცენტრის მიზნები და ფუნქციური დატვირთვა მზარდია და აქტიურად მუშაობს როგორც გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის, ასევე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით წარმატებით დაინერგა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლება სკოლებში დაიწყო. ცენტრმა, 2021 წელს „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის სასკოლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით, დაწყებითი საფეხურის 1800 პედაგოგი უკვე გადაამზადა. მასწავლებელთა გადამზადება მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება. პროექტი 4 წლის განმავლობაში განხორციელდება და მთელ საქართველოს დაფარავს. პროგრამის სასკოლო სივრცეში ინტეგრირება ხელს შეუწყობს მომავალი თაობებში სწორი გარემოსდაცვითი ღირებულებების ჩამოყალიბებას და აგრარული მიმართულებით ბაზისური ცოდნის მიღებას. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ფერმერებს, აგრარული მიმართულების სტუდენტებსა და ამ დარგით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობების გაძლიერებისთვის უფასო ტრენინგებს სთავაზობს. ცენტრი აქტიურად მუშაობს პროფესიული სასწავლებლების გაძლიერების მიმართულებითაც. დეფიციტური დარგობრივი პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, დაწყებულია ზრდასრულთათვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, მიმდინარეობს მათი აკრედიტაციის პროცესი, რაც ხელს შეუწყობს მეტყევე-ტაქსატორის, გარემოსდაცვითი მმართველის, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მომზადებას.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)