|
2022-02-28 16:15:08, 617 ნახვა
საზოგადოება
„ფარმადეპოში“ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები უკვე ხელმისაწვდომია!
საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. საქართველოში ფარმაცევტულ კომპანიებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, მოახდინონ მედიკამენტების იმპორტი თურქეთიდან. ფარმადეპო არის პირველი კომპანია, რომელმაც მოკლე დროში მოახდინა თურქული მედიკამენტების შემოტანა და შეთავაზება მოქალაქეებისთვის. აღსანიშნავია, რომ თურქეთში ამ ქვეყნისთვის განკუთვნილი მედიკამენტები, გამომდინარე თურქული საკანონმდებლო ბაზიდან და სპეციფიკიდან არის მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომი. სწორედ თურქული ბაზრისთვის გათვლილი მედიკამენტების შემოტანა გახდა შესაძლებელი საქართველოშიც. ფარმადეპომ პირველმა მოახდინა ამ მედიკამენტების იმპორტი და ხელმისაწვდომი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფარმადეპო წლებია ბაზარზე სტაბილურად დაბალ ფასს სთავაზობს თავის მომხმარებელს. გამარტივებული იმპორტის ფარგლებში, ფარმადეპოს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ განსაკუთრებულ ფასად შესთავაზოს მომხმარებელს თურქული ბაზრისთვის გათვლილი მედიკამენტები, რომ კიდევ უფრო დიდი დანაზოგის გაკეთება იყოს მოსახლეობისთვის შესაძლებელი. -„ჩვენ მყისიერად დავიწყეთ მოლაპარაკება თურქეთის მხარესთან და გვეამაყება, რომ ვართ პირველები ბაზარზე, ვინც მომხმარებელს ამ შესაძლებლობას სთავაზობს. ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ მედიკამენტების შემოტანასა და მიწოდებას მომხმარებლებისთვის. უკვე დღეიდან ფარმადეპოში ხელმისაწვდომია 31 დასახელების მედიკამენტი, ჯერ-ჯერობით 10 აფთიაქში მთელი საქართველოს მასშტაბით - როგორც თბილისში, ასევე - რეგიონებში - ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი, ზუგდიდი. აქტიურად ვმუშაობთ, რომ უმოკლეს ვადებში შევძლოთ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების კიდევ უფრო გაშლა ჩვენს ქსელში, კიდევ უფრო დიდი ნაშთების შემოტანა თურქეთიდან, რომ რაც შეიძლება მეტი მომხმარებლისთვის გავხადოთ ეს კონკრეტული მედიკამენტები ხელმისაწვდომი. აქვე აღვნიშნავთ, რომ გვაქვს მოლაპარაკებები თურქ პარტნიორებთან, რომ პროდუქციის ასორიტიმენტი კიდევ უფრო გაფართოვდეს და მეტი დასახელების წამალს მოიცავდეს.“ დღეიდან ფარმადეპოს 10 აფთიაქში თურქეთიდან იმპორტირებული 31 დასახელების მედიკამენტია ხელმისაწვდომი. ეს მედიკამენტებია:
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)