|
2022-02-28 11:28:29, 885 ნახვა
ეკონომიკა
Bloomberg - რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 30%-ით გაუფასურდა
რუბლი დოლართან მიმართებით დაახლოებით 30%-ით დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბლუმბერგი" ავრცელებს. ამ დროისთვის "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ღირებულება 105 რუბლს აჭარბებს. მათივე ცნობით, აქტივების დაცემა ეკონომიკისთვის დაწესებულ უმკაცრეს სანქციებს უკავშირდება. რუსული აქტივების ღირებულება ქვეყნის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ ეცემა. რუბლის ვარდნამ თებერვალში ის განვითარებადი ბაზრების ყველაზე უარეს ვალუტად აქცია. სავალუტო ბაზრების მოვაჭრეები სიდნეიდან ჰონგ-კონგამდე რუბლში ვაჭრობას აჩერებენ. CME რუბლის ფიუჩერსები გახსნის შემდეგ 30%-ზე მეტით დაეცა. City Index-ის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსის მეთიუ სიმპსონის, თქმით, რუბლი ახლა თავისუფალ ვარდნაშია, რადგან სანქციები და შეზღუდვები რუსეთის ცენტრალურ ბანკზე ძალაში შედის. "CME ფიუჩერსი 30%-ზე მეტით დაეცა გახსნის შემდეგ, რაც არ არის ის, რისი მოსმენაც რუსებს სურთ, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაღდი ფულის გაცემის პუნქტებში რიგებში დგანან",- ამბობს სიმპსონი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)