12:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-26 17:48:33, 552 ნახვა

მსოფლიო
კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ  უკრაინულმა მხარემ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა.

როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, დიალოგზე უარის თქმის გამო, რუსულმა ჯარებმა განაახლეს მოქმედებები გეგმის შესაბამისად.

„გუშინ შუადღისას, უკრაინის ხელმძღვანელობასთან მოსალოდნელ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რუსეთის უზენაესმა სარდალმა და რუსეთის პრეზიდენტმა გასცეს ბრძანება რუსული ჯარების ძირითადი ძალების წინსვლის შეჩერების შესახებ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასასხდომად მოიწვია. მოგვიანებით, კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოსალაპარაკებლად მზად იყო და დიალოგი მისნკში გაიმართებოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics