11:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 14:39:05, 580 ნახვა

მსოფლიო
„თალიბანი“ შეშფოთებულია რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტით და მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდებს

თალიბანი შეშფოთებულია რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტით და მხარეებს დაუყოვნებლივ შერიგებისკენ მოუწოდებს. ოფიციალური განცხადება ე.წ. ავღანეთის ისლამური საამიროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გაავრცელა.

"ავღანეთის ისლამური საამირო ყურადღებით აკვირდება უკრაინაში არსებულ მდგომარეობას და შეშფოთებულია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის რეალური შესაძლებლობის გამო. ისლამური საამირო ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს იმგვარი მოქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს.

ავღანეთი მოუწოდებს კონფლიქტის ორივე მხარეს, რომ კრიზისი დიალოგითა და მშვიდობიანი გზებით გადაჭრას". - ნათქვამია განცხადებაში.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics