10:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 21:59:38, 524 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი რუსულ ბანკებს, კომპანიებსა და ორგანიზაციებს სანქციების ახალ პაკეტს დაუწესებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.

სანქციები ყველა დიდ რუსულ ბანკს, დიდ რუსულ კომპანიებს, 100 ახალ ფიზიკურ პირს/ორგანიზაციას შეეხო.

დიდი ბრიტანეთი რუსეთის ფედერაციას უკრაინაში შეჭრის გამო, შემდეგ სანქციებს დაუწესებს:

- ყველა დიდ რუსულ ბანკს გაეყინება აქტივები და იქნება გამორიცხული დიდი ბრიტანეთი ფინანსური სისტემიდან. მათ შორის, VTB-ის ბანკის ანგარიშების სრულად და დაყოვნებლივ გაიყინება;

- დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ფინანსების მოზიდვა ან თანხის სესხება დიდ რუსულ კომპანიებს შეეზღუდათ;

- ანგარიშები 100 ახალ ფიზიკურ პირს ან ორგანიზაციას გაეყინება;

- Aeroflot-ს დიდ ბრიტანეთში დაჯდომა აეკრძალა;

- ორმაგი დანიშნულების საექსპერტო ლიცენზიების გამოყენება შეჩერდება, რომელიც შესაძლოა, მოხმარებული იყო სამხედრო მიზნებისთვის;

- რუსეთის მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის ბანკებში დეპოზიტებზე ლიმიტი დაუწესდებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics