2022-02-23 01:21:27, 1001 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკიმ განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა რეზერვისტების გამოძახების ბრძანება სპეციალური პერიოდის განმავლობაში.
ამის შესახებ მან სამშაბათს საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა განმარტა, რომ საუბარია მხოლოდ ოპერატიული რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებზე. პრეზიდენტის თქმით, საყოველთაო მობილიზაცია არ არის საჭირო.
„ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინის ჯარების მზადყოფნა ოპერატიულ ვითარებაში, ყველა შესაძლო ცვლილებისთვის. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში მოეწყობა თავდაცვის სისტემის რეზერვისტებისთვის საწვრთნელი ბანაკებიც. “- დასძინა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ დაამატა: „ვიდრე ჩვენი სამხედროები გვიცავენ, უნდა ვიმუშაოთ, ჩავდოთ ფული ეკონომიკაში, გამოვიშუმაოთ, რათა არმია დავაფინანსოთ“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,