01:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 02:36:07, 2258 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ნაწილები თავდასხმის პოზიციაში გადავიდნენ - ამერიკული მედია

რუსეთმა არტილერია და რაკეტების გამშვებები სასროლ პიზიციებზე დააყენა. ინფორმაციას ტელეკომპანია CBS წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალური პირის თქმით, ზოგიერთმა რუსულმა ქვედანაყოფმა დატოვა კონცენტრაციის ზონა და იწყებს წინსვლას „საბრძოლო პოზიციებზე“.

ჟურნალისტებთან კომენტარში ამერიკელი ოფიციალური პირი აღნიშნავს, ეს ნაბიჯი ცვლის კვირას, როდესაც ზოგიერთმა რუსულმა შენაერთმა დატოვა შეკრების ზონები, მაგრამ ჯერ არ დაიკავეს ის, რაც შეიძლება ჩაითვალოს თავდასხმის პოზიციებად.

შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ რუსეთი უკრაინას კვირის ბოლომდე თავს დაესხმება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით იქნება ეს, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად 16 თებერვალს შეიჭრას.

11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics