01:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 18:54:08, 632 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - უკრაინა დონბასში სპეციალური სტატუსისა და არჩევნების შესახებ კანონპროექტებს წარადგენს

უკრაინა დონბასის სპეციალური სტატუსისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების შესახებ კანონპროექტებს წარადგენს.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამარწმუნა, რომ უკრაინა განსახილველად მინსკის ჯგუფს წარუდგენს კანონპროექტებს დონბასში სპეციალური სტატუსისა და არჩევნების შესახებ“, - თქვა შოლცმა.
მან ასევე მოუწოდა "კიევსა და მოსკოვს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას".
გერმანიის კანცლერი ასევე ირწმუნება, რომ მზადაა რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ის კვლავ დაარღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ნორმანდიის ოთხეულის ლიდერების მრჩევლებს შორის მოლაპარაკებების ახალ რაუნდს ელის.
ორშაბათს, 14 თებერვალს, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი  უკრაინაში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ხვალ, 15 თებერვალს, გერმანიის კანცლერი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics