01:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 17:31:12, 827 ნახვა

მსოფლიო
მედია - ვლადიმერ ჟირინოვსკის მდგომარეობა მძიმეა, პოლიტიკოსს თავის ტვინის ანთება განუვითარდა

რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, ვლადიმერ ჟირინოვსკის თავის ტვინის ანთება განუვითარდა. პოლიტიკოსი საავადმყოფოში 2  თებერვალს გადაიყვანეს.

ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურად მძიმეა. იგი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყოფება.

უკანასკნელი ცნობებით, მას ოქსიგენოთერაპია უტარდება და ჟანგბადი მაღალი დინების ვენტილატორის გამოყენებით მიეწოდება. ამბის შესახებ ინფორმაციას Lenta ავრცელებს.

განიცემის ცნობით, რუსი პოლიტიკოსის ჯანმრთელობა კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“ ინფიცირების შედეგად გაუარესდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, РИА Новости იუწყება, რომ გავრცელებული ამბავი სიცრუეა და ვლადიმერ ჟირინოვსკის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის, მედიის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics