22:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 17:13:40, 1010 ნახვა

ეკონომიკა
„ქართული ქსოვილის” და „მეამას” პარტნიორობა გრძელდება

"თიბისისა" და ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის ერთობლივი პროექტის „ქართული ქსოვილის" და კომპანია „მეამას" პარტნიორობა გრძელდება. კოლაბორაციის ფარგლებში, ქართული ქსოვილის ორნამენტებით ბრენდირებული ყავის სხვადასხვა არომატის კაფსულები შეიქმნა. შეფუთვაზე დატანილი ორნამენტები გვიანი შუა საუკუნეების ფრესკებისა და ქართველ დიდგვაროვანთა სამოსის ნიმუშებიდანაა აღებული.

„მეამამ" პროექტ „ქართულ ქსოვილთან" კოლაბორაციის ფარგლებში ნუშის, თაფლის ნუგბარის და ტყის თხილი შოკოლადით არომატის ყავა შესთავაზა მომხმარებელს. თანამშრომლობის პირველ ეტაპზე კი,  ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით, „მეამა ქოლექთში" ორი უნიკალური კოქტეილი შეიქმნა.

ქართულ ქსოვილებისა და ორნამენტების პროექტი თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად 2018 წელს დაიწყო და ის მიზნად ისახავს ისტორიის ახალი ხედვით გაცოცხლებას, ქართული ქსოვილის ქვეყნის მასშტაბით პოპულარიზაციას და მისი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ქცევას.

ქართული ქსოვილის ნიმუშების თანამედროვე სახით გამოსაყენებლად თიბისიმ, დაინტერესებულ დიზაინერებსა და სტარტაპერებს შესაძლებლობა მისცა, წიგნში თავმოყრილ ორნამენტებზე დაყრდნობით, სხვადასხვა სახის პროდუქცია შეექმნათ. კოლექციები ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა და დაინტერესებულ პირებს მათი შეძენა Qsovili.ge-ზე შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობა გრძელდება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics