|
2022-02-14 13:09:51, 1537 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი - ქართული ჯარის და ეკლესიის მოძულე დაჯგუფება აგრძელებს ავტორიტეტული ინსტიტუციების წინააღმდეგ თავზეხელაღებულ კამპანიას
„ქართული ჯარისა და ეკლესიის მოძულე დაჯგუფება აგრძელებს ავტორიტეტული ინსტიტუციების წინააღმდეგ თავზეხელაღებულ კამპანიას“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი გასულ კვირას „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველზე“ გასულ სიუჟეტებს, რაც მისი თქმით, ჯარისა და ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ გამოვლენილი დარღვევები, ძირითადად 2012 წლამდე პერიოდს ეხება. „მიგნებები შესაძლო დანაშაულებისა თუ სხვა ხარვეზების შესახებ, რომელიც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია მოცემული, ჩვენს მიერ, სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ იქნა გამოვლენილი და ძირითადად 2012 წლამდე პერიოდს ეხება. დასკვნა საჯაროა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ამოიკითხოს დასკვნის სარეკომენდაციო წერილშივე, სადაც ნათქვამია, რომ სამინისტრომ გამოასწორა ის ათობით წლის განმავლობაში დაგროვილი ხარვეზები, რაც უწყებაში არსებობდა. ჩვენ წერილობით მივმართავთ სახელმწიფო აუდიტს და ვთხოვთ ფაქტის კიდევ ერთხელ დადასტურებას, თუ რომელ პერიოდს ეხება კონკრეტული ფაქტები და ის, რომ აღნიშნული იქნა გამოვლენილი სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ”, - განაცხადა მინისტრმა.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)