19:31 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-11 15:43:17, 667 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებთან მორიგი შეხვედრა გამართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ჯაბა სირბილაძემ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებთან მორიგი შეხვედრა გამართა. ამბის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებულ პირებს,  ორი კვირის განმავლობაში, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.  ამ მიმართულებით, უმოკლეს ვადაში, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. აღსანიშნავია, რომ  კიდევ  სამმა  ოჯახმა მოიძია საცხოვრებელი ფართები, რომლებიც სააგენტომ შეუსყიდა. ჯამში, ყოფილ სანატორიუმ  „ქართლის“  შენობაში მცხოვრები 36 დევნილი ოჯახი უკვე განსახლდა და  პროცესი, მომავალშიც დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება. 

„გაცემული დაპირების შესაბამისად, 2022 წელს, ეტაპობრივად, „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი  სათანადო  საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.
სააგენტოში გამართულ შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და დევნილთა ინტერესების დამცველი იურისტი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics