20:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 19:06:45, 614 ნახვა

საზოგადოება
46 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში  იძულებით გადაადგილებულ 46 ოჯახს ბინები გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას დევნილთა სააგენტო იუწყენა.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები ყოფილ სანატორიუმ „ქართლსა“ და ყოფილ სასტუმრო „ოქროს საწმისში“ მცხოვრებმა  დევნილმა ოჯახებმა მიიღეს.

„ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. ღონისძიებას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და დირექტორის მოადგილე დავით გურამიშვილი ესწრებოდნენ. 

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნა სააგენტოს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.  გაცემული დაპირების შესაბამისად, ყოფილ სანატორიუმ  „ქართლის“  შენობაში მცხოვრები ოჯახების საკითხის გადაწყვეტის მიზნით,  უმოკლეს ვადაში, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა.   გასულ კვირაში სანატორიუმში მცხოვრები 16 ოჯახი განსახლდა. ამ ეტაპზე კი, ბინა 17-მა ოჯახმა მიიღო. 2022 წელს, ეტაპობრივად, „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი  სათანადო  საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.
დევნილთა განსახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს.  2022-2024 წლებში,  ღირსეულ საცხოვრებელს იძულებით გადაადგილებული 13 000  ოჯახი მიიღებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics