21:11 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-06 18:52:15, 831 ნახვა

საზოგადოება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცადებით, ბაკურიანში მიტარბის საბაგიროს გაჩერება მათი მიზეზით არ მომხდარა

„ენერგო-პრო ჯორჯია“ კურორტების განვითარების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უარყოფს და აცხადებს, რომ ბაკურიანში მიტარბის საბაგიროს გაჩერება კომპანიის მიზეზით არ მომხდარა.

მათივე თქმით, მიტარბში და მიტარბის საბაგიროს მკვებავ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს კუთვნილ ქსელში ავარიას ან რაიმე სახის შეფერხებას ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით, ადგილი არ ჰქონია.

“მიტარბიში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიზეზით არ მომხდარა. მიტარბში და მიტარბის საბაგიროს მკვებავ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს კუთვნილ ქსელში ავარიას ან რაიმე სახის შეფერხებას ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით, ადგილი არ ჰქონია.
მიტარბი და მიტარბის საბაგიროს მკვებავი ქსელი, შეუფერხებლად მარაგდებოდა ელექტროენერგიით. აღნიშნულ მონაკეთებს ელექტროენერგია მიეწოდება ფიდერიდან „კოხტა გორა“, რომელზეც შეფერხება არ მომხდარა”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბაკურიანში, სათხილამურო კურორტ მიტარბის ერთ-ერთი საბაგირო საათზე მეტია პარალიზებულია. დამსვენებლები საბაგიროდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ და დახმარებას ითხოვენ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics