|
2022-02-02 10:04:17, 585 ნახვა
მსოფლიო
ბორის ჯონსონი - როგორც კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სანქციები მაშინვე ძალაში შევა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს მზად აქვს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. - ამის შესახებ მან უკრაინაში, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკრაინელ ხალხს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ, რომელ ალიანსში გაერთიანდნენ, გადამწყვეტია, რომ რუსეთმა აირჩიოს დიპლომატია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც კი რუსეთი შემოიჭრება უკრაინაში, სანქციები მაშინვე შევა ძალაში. სანქციები მზად არის. იმედი მაქვს, პუტინი უკან დაიხევს და აირჩევს დიპლომატიის გზას“, - განაცხადა ჯონსონმა. მისვე გენაცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით ფინანსურ დახმარებას გაუწევს. „რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის გაგრძელება იქნება კატასტროფა როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული კუთხით“, - განაცხადა ჯონსონმა.
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)