18:36 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-26 14:01:18, 732 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთი დესტაბილიზაციის პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთი ბოლო წლებში აღმოსავლეთ ევროპაში  დესტაბილიზაციის პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. - ამის შესახებ მან ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის წინ განაცხადა.

მაკრონის თქმით,  რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მიზნის შესახებ არ იცის, მაგრამ  სულ "უფრო და უფრო მეტი დესტაბილიზაციის ქმედებებს" ხედავს. მისივე თქმით ის ფაქტი, რომ ისინი არ ჩერდებიან, ევროპაში შეშფოთებას იწვევს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მაკრონმა და შოლცმა გაიმეორეს, რომ თუ რუსეთიუკრაინას თავს დაესხმება  სერიოზული შედეგების გათვალისწინება მოუწევს. 

გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინამ „იცის, რომ შეიძლება დაეყრდნოს გერმანიას “.

ორივე სახელმწიფოს ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა „ნორმანდიის ფორმატის“ მნიშვნელობას. მაკრონის თქმით, ამ ფორმატში მუშაობის შეწყვეტა ნიშნავს, რომ პოლიტიკური ქმედებები აღარ განიხილება.

„მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ უცვლელად გავაგრძელოთ ურთიერთქმედება“. - აღნიშნა მაკრონმა. 

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნორმანდიის ფორმატში მომდევნო სამიტი გერმანიაში უნდა გაიმართოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics