|
2022-01-11 12:14:44, 2961 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - „ომიკრონის“ შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ერთეულ მოქალაქეს, ის მსუბუქი, საშუალო სიმძიმისაა
„ომიკრონის“ შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ერთეულ მოქალაქეს. არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია ან რეანიმაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორი დღეს 50%-იანი დატვირთვით მუშაობს და ბოლო პერიოდში, აღინიშნებოდა შემთხვევათა კლება. „დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს მთავარი თემა იყო მზაობა „ომიკრონის“ შემთხვევების მოსალოდნელ მატებასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სექტორი დღეს 50%-იანი დატვირთვით მუშაობს. ბოლო პერიოდში შემთხვევების კლება გვქონდა და ამან მოგვცა საწოლფონდის განტვირთვის შესაძლებლობა. 9 000-მდე საწოლია მობილიზებული. აქედან დატვირთულია 4 431 საწოლი, 281 პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და 1 083 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ეს შემთხვევები ძირითად დელტა შტამით არის გამოწვეული. „ომიკრონის“ შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ერთეულ მოქალაქეს. არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია ან რეანიმაცია და ძალიან მალე მოხდა მათი გაწერა ჰოსპიტლებიდან", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. თამარ გაბუნიამ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტორი მობილიზებული რჩება და „ომიკრონის“, რომელიც ძირითადად მსუბუქი, საშუალო სიმძიმისაა ბინაზე მართვაა შესაძლებელი. „ჰოსპიტალური სექტორი მობიზებული რჩება. ჩვენ გავიარეთ კორონავირუსის რამდენიმე ტალღა, ამ პირობებში, როდესაც ვიცით, რომ „ომიკრონი“ ძირითადად შედარებით მსუბუქი, საშუალო სიმძიმისაა, რომლის მართვაც შესაძლებელია ბინაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის მობილიზება. ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო, როდესაც ყველა ოჯახის ექიმი არის გადამზადებული კოვიდის მართვის საკითხებში. დღეს თუ მუშაობს 62 ონლაინკლინიკა, კვირის განმავლობაში კიდევ დაემატება 40 ონლაინკლინიკა, რათა ქსელი მაქსიმალურად იყოს გაშლილი და ყველა ადამიანს ჰქონდეს თავისი ოჯახის ექიმისგან კონსულტაციის მიღების საშუალება“, - დასძინა თამარ გაბუნიამ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)