10:18 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-24 12:05:45, 1355 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსმა „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი სამსახური ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

ბელარუსმა, აშშ-ის მიერ დაფინანსებული მაუწყებლის, „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი სამსახური ექსრტემისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა.

გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ბელარუსებს, რომლებიც „რადიო თავისუფლების“ გამოცემას ონლაინ რეჟიმში გამოიწერენ, ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გარდა „რადიო თავისუფლების“ ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანისა, ხელისუფლებამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო მისი ერთ-ერთი, ერთი თვის წინ დაკავებული ჟურნალისტისს,ანდრეი ჯუზნეჩიკის მიმართ.

„ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამატა „რადიო თავისუფლების“ ბელარუსის სამსახური, რომელიც ადგილობრივად ცნობილია, როგორც „რადიო სვაბოდა“, ექსტრემისტული ორგანიზაციების რეესტრში, რაც წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიისა და სმოქალაქო საზოგადოების დარბევის გაგრძელებას“, - ვკითხულობთ მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics