13:33 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 15:07:59, 575 ნახვა

საზოგადოება
რიკოთის უღელტეხილზე უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ვერტყვიჭალაში ჩამოინგრა სამშენებლო საამქროს მსუბუქი კონსტრუქცია, რის შედეგადაც საამქროში დასაქმებულმა ექვსმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

დაშავებულები გადაყვანილები არიან  ზესტაფონის, ხაშურის და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში. ამ ეტაპზე, არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სამაშველო, სასწრაფო დახმარების სამსახურები. გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics