07:40 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-12 11:09:52, 1252 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენმა ხელი მოაწერა ფედერალურ კატასტროფის საგანგებო დეკლარაციას

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რათა დაეხმაროს ქვეყნის ცენტრალურ შტატებს, რომლებიც  ტორნადოს შედეგად დაზარალდნენ.

CNN-ის ცნობით,  ტორნადოს შედეგების ლიკვიდაციისთვის ბაიდენმა ხელი მოაწერა ფედერალურ კატასტროფის საგანგებო დეკლარაციას, რომელიც აფინანსებს კენტუკის, ყველაზე მეტად დაზარალებულ შტატს.

მისი თქმით, ეს ქარიშხალი აშშ-ს ისტორიაში ყველაზე უარესია.

აშშ-ში, კენტუკის შტატში, ტორნადოს შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 

„ეს იყო ყველაზე დამანგრეველი ტორნადოები ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში... განადგურების დონე არ ჰგავს იმას, რაც კი ოდესმე მინახავს“, -განაცხადა  შტატის გუბერნატორმა ენდი ბეშერამ.

ტორნადომ კენტუკიში ყველაზე მეტად, ქალაქი მეინფილდი დააზარალა. სხვათა შორის, იქ ქარმა სანთლების ქარხნის სახურავი ჩამოაგდო, რომელშიც 110-მდე ადამიანი იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics