07:39 - 29 Jun, 2026
|
2021-12-10 16:44:16, 975 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმჯერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში, დონბასში არსებული ვითარება „გენოციდს“ ჰგავს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის სამხრეთში არსებულ მწვავე პოლიტიკურ ვითარებას გენოციდს ადარებს. აღნიშნულის შესახებ BBC იუწყება. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბევრი რუსულენოვანი მოქალაქე, რუსეთის საზღვრებს გარეთ, დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდება. პრეზიდენტი ამას „რუსოფობიას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ სამხრეთ უკრაინაში, კერძოდ დონბასის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამავე ნიშნით ხალხის დისკრიმინაცია ძალიან ხშირია. „ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რა ხდება დონბასში. მდგომარეობა უდაოდ, გენოციდს ჰგავს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. თეთრი სახლის პრესმდივანი - ჯენ ფსაკი აღნიშნულ განცხადებას არასწორს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს კონკრეტული, რუსეთის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების პირველი შემთხვევა არაა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)