20:57 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-08 10:35:17, 513 ნახვა

საზოგადოება
დევნილი ოჯახებისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხზე კომისიამ მუშაობა დაიწყო

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის „სოფლად სახლის“   შესყიდვის საკითხზე მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე, 1000-ზე მეტი ოჯახის განაცხადი განიხილება. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს  დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, კომისია მუშაობას თვის ბოლომდე დაასრულებს და დევნილი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

„დევნილი ოჯახების განსახლების საკითხს  კრიტერიუმების შესაბამისად განვიხილავთ. მნიშვნელოვანია, რომ წელს, სოფლად სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ, რამაც პროექტი კიდევ უფრო წარმატებული გახადა“,  - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.  

„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადის შევსება დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics