|
2021-11-30 19:59:57, 2296 ნახვა
ომი უკრაინაში
კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე პასპორტის გადაცემა სასამართლოში გასაჩივრდა
ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭება სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელის ავტორები, ანა აბაშიძე და ანა არგანაშვილი ითხოვენ, სასამართლომ უახლოეს ორ დღეში დაავალდებულოს მთავრობა, რომ წარადგინოს სამეცნიერო არგუმენტაცია კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტის უვადოდ გაცემის უსაფრთხოების დასადასტურებლად. 1 დეკემბრიდან კაფეებში, რესტორნებში, კინოთეატრებში... მხოლოდ ისინი შევლენ, ვისაც „მწვანე პასპორტი“ ექნება, ეს საბუთი კი ეძლევა ადამიანს, რომელიც: ან ორჯერაა აცრილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით; ან ჩატარებული აქვს 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის სწრაფი ანტიგენ ტესტი; ან გადატანილი აქვს კოვიდი. უთანხმოება სწორედ ბოლო პუნქტმა გამოიწვია. პრაქტიკა აჩვენებს, რომ კოვიდის გადატანა ორგანიზმს სამუდამო იმუნიტეტით არ აჯილდოებს. ექიმები, - მათ შორის ეპიდემიოლოგების ნაწილი, - ამ გადაწყვეტილების გამო მთავრობას საჯაროდ აკრიტიკებენ. მათ მიაჩნიათ, რომ კოვიდგადატანილებისთვის „მწვანე პასპორტი“ არ შეიძლება სამუდამო იყოს, მით უფრო, რომ ვირუსი მუდმივ მუტაციას განიცდის და ახალი შტამები ჩნდება. მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ვარაუდით, „ომიკრონი“ საქართველომდე დაახლოებით ერთ თვეში მოაღწევს. 1 დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტის სისტემა ამოქმედდება. მოქალაქეებს რიგ დაწესებულებაში შესასვლელად მწვანე სტატუსი ექნებათ ორჯერად აცრის შემთხვევაში, ასევე 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის ან 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისას. მწვანე სტატუსი ექნებათ იმ პირებსაც, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს. აღსანიშნავია, რომ არ იქნება კორონავირუსის გადატანის ვადაზე შეზღუდვა ისე, როგორც სხვა ქვეყნებშია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)